• ღამის ხედი
  • სასტუმრო შერატონი
  • ბერძნული რესტორანი - აკროპოლი
  • ბათუმის ნავსადგური
  • ალი და ნინო

პროგრამები - კეთილმოწყობა

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა

 

პროგრამა განკუთვნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისათვის. მისი მიზანია გააუმჯობესოს ცალკეულ კორპუსებში მობინადრეთა  საერთო საცხოვრებელი პირობები.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

·         მრავალბინიანი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების მოწყობა, შეკეთება, გადახურვა

·          მრავალბინიანი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების საერთო სარგებლობაში მყოფი წყლის მიწოდებისა და საკანალიზაციო სისტემების შეცვლა-განახლება

·         მრავალბინიან მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების შეკეთება

პროგრამა ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტით და ბინათმესაკუთრეთა  თანდაფინანსებით.

პროგრამის განხორციელებისათვის  ბიუჯეტიდან ფინანსდება შესასრულებელი სამუშაოების 97%, ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსება კი შეადგენს 3%-ს.

 

ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა

პროგრამის  მიზანია  ხელი  შეუწყოს  ქალაქში  ისტორიული უბნების, ისტორიული ძეგლების, შენობების  აღდგენა-შენარჩუნებას , ბათუმის ძველი უბნების  განვითარებას.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

·         შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე  ტერიტორიების სამშენებლო  სარეკონსტრუქციო სამუშაოები

·         ექსპერტიზის, საძიებო, საპროექტო და საკონსტრუქტორო  სამუშაოები

·         ქუჩების, პარკების, სკვერებისა და მოედნების სამშენებლო-სარეკოსტრუქციო სამუშაოები

·         საზოგადოებრივი  ველოსიპედების  სისტემის მოწყობა

·         საზაფხულო  თეატრის  მშენებლობა

პროგრამის  განხორციელებისთვის  ბიუჯეტიდან  ფინანსდება  შესასრულებელი სამუშაოების 100%.

 

განათლების, კულტურის, სპორტისა და დასვენების ობიექტების  რეაბილიტაციის პროგრამა

პროგრამის  ფარგლებში  გათვალისწინებულია:

·         ქალაქის  გაფორმება

·         ქალაქის  ტერიტორიაზე  პარკების, სკვერების, მოედნებისა და შადრევნების მოვლა-შენახვა, ერთწლიანი  ყვავილების შეძენა-მოვლა, დეკორატიული  ხეებისა და ბუჩქების გასხვლა-გაფორმება

·          სპორტული მოედნების  მშენებლობა,  საბავშვო ატრაქციონების მოწყობა

·           საბავშვო ბაღების  მშენებლობა და კაპიტალური რემონტი

პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან ფინანსდება შესასრულებელი სამუშაოების 100%.

 

სასპორტო და დასვენების ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამა

პროგრამის  მიზანია  სასპორტო და  დასვენების  ობიექტების  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის  სრულყოფა,  საბავშვო და მოზარდთა სპორტის, მასიური  ფიზიკური კულტურისა და სპორტის  შემდგომი  განვითარება,  სასპორტო და დასვენების ობიექტების  დეფიციტის,  ქალაქის  მიხედვით არათანაბარი  განაწილების  აღმოფხვრა, ადგილობრივი დონის სასპორტო და დასვენების ობიექტების მშენებლობა და რეკონსტრუქცია.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

·         სპორტის  სასახლის მშენებლობა

·         სასპორტო  სკოლის შენობის  კაპიტლური  რემონტი

·         საბავშვო ატრაქციონების  მოწყობა

·         სატრასფორმატორო  ქვესადგურის  მშენებლობა

·         ყინულის მოედნის დანადგარების  შეძენა

პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან ფინანსდება შესასრულებელი სამუშაოების 100%.

 

კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის პროგრამა

პროგრამა განკუთვნილია ქალაქის კანალიზაციის სისტემის განახლებისთვის და ითვალისწინებს:

·         ახალი  საკანალიზაციო  სისტემის  მოწყობა – 1800 გრძ.მ

·         საკანალიზაციო  ჭის  სახურავების  შეძენა – 220 ცალი                                 

შესასრულებელი სამუშაოების 100%  ბათუმის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროგრამა

პროგრამის  მიზანია  ქალაქის სანიაღვრე სისტემის გაუმჯობესება.

გათვალისწინებულია:

·         სანიაღვრე  ქსელების  მოვლა-ექპლუატაცია

·         სანიაღვრე  ჭებისთვის  სახურავების შეძენა

·         მე-2 ზონაში  სანიაღვრე  სისტემების რეაბილიტაცია

·         სანიაღვრე  სისტემების მოწყობა და რეკონსტრუქცია

 პროგრამის  განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან  ფინანსდება  შესასრულებელი სამუშაოების 100%.

 

სანიტარული დასუფთავების პროგრამა

პროგრამის  მიზანია  ქალაქის  სანიტარული დასუფთავება და უსაფრთხო  ეპიდგარემოს  უზრუნველყოფა.

პროგრამის  ფარგლებში  გათვალისწინებულია:

·         ქალაქის  დასუფთავება

·         ქალაქის  ტერიტორიის  დეზინსექცია-დერატიზაცია

·         შპს ,,სანდასუფთავების” კაპიტალის ზრდა

პროგრამის  განხორციელებისთვის  ბიუჯეტიდან  ფინანსდება  შესასრულებელი სამუშაოების 100%.