პროგრამები - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება
ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებულია:
• ბრონქული ასთმით დაავადებულ 19 წლამდე ასაკის პირებისათვის, 155 0-100000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე, შშმ პირებისა და ასაკით პენსიონერებისათვის სპეციფიკური მედიკამენტების მიწოდება
• ეპილეფსიით დაავადებულ 19 წლამდე ასაკის პირებისათვის, 100000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე, შშმ პირებისა და ასაკით პენსიონერებისათვის სპეციფიკური მედიკამენტების მიწოდება
• მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული 100 000 ქულის მქონე შ.შ.მ. პირებისა და ასაკით პენსიონერთათვის მედიკამენტების მიწოდება
• პარკინსონით დაავადებული 100 000 ქულის მქონე შ.შ.მ. პირებისა და ასაკით პენსიონერთათვის მედიკამენტების მიწოდება
ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია
პროგრამით გათვალისწინებულია:
• 35-55 წლის პაციენტებში საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, კოლპოსკოპიური და ექოსკოპიური კვლევა
• ქ. ბათუმში მცხოვრები 500 ქალის ონკო მარკერებით გამოკვლევა (საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიებით
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ამბულატორიული მკურნალობისა და ახალშობილთა სქრინინგის პროგრამა
პროგრამით გათვალისწინებულია:
• დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა 140 პირისათვის; სამკურნალო მასაჟისა და ფიზიოთერაპიის 15 დღიანი კურსი, მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
• ქ. ბათუმში დაბადებულ ახალშობილთა (3500 ახალშობილი) სმენის სკრინინგული გამოკვლევა
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია
პროგრამით გათვალისწინებულია:
• ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ერგოთერაპია (შრომითი თერაპია)
ერგოთერაპევტების დახმარებით ხდება უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა. ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ინდივიდუალურად იკვლევენ თითოეული პირის ფსიქო- ანალიტიკურ თავისებურებებს, ავლენენ ქცევით დარღვევებს და ეხმარებიან ამ პირებს სოციალურ ადაპტაციაში.
სამედიცინო დაზღვევა
პროგრამით გათვალისწინებულია:
•1200 თანამშრომლის უფასო ამბულატორიული და სტაციონალური მომსახურება.
• მარტოხელა დედებისა და მათი ოჯახის 6-18 წლამდე ასაკის წევრებისათვის (შვილი) ამბულატორიული და სტაციონალური მომსახურება.
სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურეობა
პროგრამით გათვალისწინებულია:
• სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება - 300 ბენეფიციარის ზედა და ქვედა ყბის პროტეზირება , გვირგვინის დამზადება, რენტგენოგრაფია, პერიდონტიტის მკურნალობა,კბილების ექსტრაქცია(საჭიროების შემთხვევაში). პროგრამით ისარგებლებს ქ. ბათუმის მერიის უფასო მუნიციპალური სასადილოების 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე და ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალის უფასო სასადილოს ბენეფიციარები 35 წლიდან.
ქ. ბათუმში მცხოვრებ ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა სატრანსპორტო ხარჯებით კომპენსაციით უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებულია:
•კომპენსაციის გაწევა ყოველთვიურად, შემოერთებული ტერიტორიების მცხოვრებთათვის (20 პირი) - კომპენსაცია 70 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად
•კომპენსაციის გაწევა ყოველთვიურად რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს და ვია-ვიატას ქალაქ ბათუმში მცხოვრები პაციენტებისათვის (65 პირი) - კომპენსაცია 50 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად.
ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა სამკურნალო საშუალებების კომპენსაციით უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებულია:
• 18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება - კომპენსაციის გაცემა 500 ლარის ოდენობით
• 18 წლის ზემოთ ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება - კომპენსაციის გაცემა 1500 ლარის ოდენობით
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მხარდაჭერა
პროგრამით გათვალისწინებულია:
• შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ სუბსიდირება - პირველადი პრეჰოსპიტალურ სასწრაფო-სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა, ქ. ბათუმის მოსახლეობის გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სერვისის გაუმჯობესების მიზნით შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ სუბსიდირება
• შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კაპიტალის ზრდა - რეანომობილისათვის საჭირო სამედიცინო მოწყობილობების, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანების, შენობის რემონტისა და ინვენტარის შეძენისათვის შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კაპიტალის ზრდა
სოციალურად დაუცველი ოჯახების საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და მკურნალობა
პროგრამით გათვალისწინებულია:
• 200 000 ქულის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახების, მარჩენალდაკარგულების, მარტოხელა დედების, უდედმამო ბავშვების რეაბილიტაცია და მკურნალობა. (ტრავმატოლოგის, პედიატრის კონსულტაცია, სამკურნალო ფიზკულტურისა და სამედიცინო მასაჟის 20 დღიანი კურსი )
• რენტგენოგრაფია
ქ. ბათუმში მცხოვრებ მწვავე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სატრანსპორტო ხარჯებით კომპენსაციით უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებულია:
ქ. ბათუმში მცხოვრები მწვავე ლეიკემიით დაავადებული 8 ბავშვისთვის კომპენსაციის გაწევა 100 ლარის ოდენობით, ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებისათვის.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაცია
პროგრამით გათვალისწინებულია:
• 40 ცერებრალური დამბლითა და ფსიქიკური პრობლემების მქონე 18 წლამდე ასაკის შ.შ.მ. პირისა და 40 თანმხლები პირის დასვენების ადგილზე კეთილმოწყობილი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამჯერადი კვება, სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ზღვის პროცედურები 15 დღის განმავლობაში. (ურეკი)
• 15 - 18 წლამდე ასაკის შ.შ.მ. და 15 თანმხლები პირის დასვენების ადგილზე კეთილმოწყობილი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამჯერადი კვება, ექიმის მეთვალყურეობა
სოციალურად დაუცველი ფენის ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებულია:
• 57000 ქულის მქონე 2100 ბენეფიციარის ცხელი საკვებით ყოველდღიური უზრუნველყოფა
I ჯგუფის უსინათლო შ.შ.მ. პირების შეღავათებით უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამით გათვალისწინებულია:
• 400 I ჯგუფის უსინათლო შშმ პირის წყლისა და კანალიზაციის საფასურის გადახდა
• 400 I ჯგუფის უსინათლო შშშ პირის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა
• 170 I ჯგუფის უსინათლო შშმ პირის სატელეფონო სააბონენტო გადასახადის გადახდა
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის პროგრამა
პროგრამით გათვალისწინებულია:
• 20 უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვა, რომელიც მოიცავს დასაკრძალი ჭურჭლის დამზადებას, სარიტუალო მომსახურებას და ტრანსპორტირებას
ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალ დაკარგულთა შეღავათებით უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამით გათვალისწინებულია:
• უკვდავყოფისა და სადღესასწაულო დღეების ორგანიზება (მემორიალის შემკობა 15 თებერვალი, 9 მაისი, 26 მაისი, 27 სექტემბერი)
• 15 თებერვალი -- სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ბრძოლებში დაინვალიდებული 10 ვეტერანისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა
• 9 მაისსთან დაკავშირებით, II მსოფლიო ომის ვეტერანებზე და II მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა
• 27 სექტემბერთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ინვალიდებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა
• გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა
• ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ბანკეტის ორგანიზება
• ვეტერანთა საზოგადოებისთვის დახმარების გაწევა სუბსიდიის სახით.
• ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების წყლისა და კანალიზაციის გადასახადით უზრუნველყოფა
• ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა
• ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების სატელეფონო-სააბონენტო გადასახადით უზრუნველყოფა
უპოვართა და მზრუნველობას მოკლებულებულ მოხუცთა მოვლა-პატრონობა
პროგრამით გათვალისწინებულია:
• მზრუნველობას მოკლებულ მოხუცთა ყოველდღიური მოვლა-პატრონობა; სამედიცინო მომსახურების გაწევა და კვებით უზრუნველყოფა.
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების სოციალური დახმარების პროგრამა
პროგრამით გათვალისწინებულია:
• წყლისა და კანალიზაციის საფასურის გადახდა 70 000 ქულის მქონე ბენეფიციართათათვის - მარტოხელა დედები და მათი შვილები, მრავალშვილიანი ოჯახები (5 და მეტი შვილი)
• დასუფთავებისა მოსაკრებლის გადახდა 70 000 ქულის მქონე ბენეფიციართათვის - მარტოხელა დედები და მათი შვილები, მრავალშვილიანი ოჯახები (5 და მეტი შვილი)
• 100 000 ქულის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა დედების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა, დაინვალიდებულთა და ომში დაღუპულთა ოჯახებს ბავშვებისათვის, ბათუმის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელების და ერთი ოჯახიდან მეორე და ყოველი მომდევნო აღსაზრდელის ერთ საბავშვო ბაღში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების საფასურის სრულად დაფარვა
• 100 000 ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა დედების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა, დაინვალიდებულთა და ომში დაღუპულთა ოჯახების ბავშვებისათვის სპორტულ და სახელოვნებო დაწესებულებებში სწავლების საფასურის სრულად დაფარვა
• 70 000 ქულის მქონე გარდაცვლილი სოციალურად დაუცველის ოჯახის წევრზე ან სხვა შემთხვევაში, იმ პირზე, ვინც გასწევს გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.
• უმწეო ხანდაზმულთა ცენტრისათვის კომუნალური ხარჯების დაფინანსება
ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა ქ. ბათუმში რეგისტრირებულ ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე
პროგრამით გათვალისწინებულია:
• მატერიალური დახმარების გაცემა ყოველი მე-3 ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით 500 ლარის ოდენობით.
• მე-4 ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება - 55 ოჯახზე მატერიალური დახმარების გაცემა ყოველი მე-4 ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით 700 ლარის ოდენობით.
• მე-5 და მომდევნო ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება - 20 ოჯახზე მატერიალური დახმარების გაცემა ყოველი მე-5 და მომდევნო ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით 900 ლარის ოდენობით.
მრავალშვილიანი ოჯახების და უდედმამო ბავშვებისათვის მატერიალური დახმარება
პროგრამით გათვალისწინებულია:
• მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (5 და 5-ზე მეტი შვილი) მატერიალური დახმარების გაწევა 3 მარტს - დედის დღესთან (1000 ლარი) და სექტემბრის თვეში, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით (1000 ლარი).
• ქ. ბათუმში მცხოვრებ უდედმამო ბავშვებზე მატერიალური დახმარების გაწევა 1 ივნისს, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან (500 ლარი) და სექტემბრის თვეში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით (500 ლარი).
სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრების პროფესიული სწავლება
პროგრამით გათვალისწინებულია:
• 100000-მდე ქულის მქონე ოჯახების წევრების პროფესიული სწავლება. ჯგუფი გაივლის სამთვიან კურსს, რომლის ღირებულებაა 300 ლარი შემდეგ პროფესიებში: ბუღალტერი; პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელი ოპერატორი; სტილისტი; მასაჟისტი; ოფისის მენეჯერი (მდივან რეფერენტი).
საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამით გათვალისწინებულია:
• მასწავლებელების, მოსწავლეების, სტუდენტების, 70 000 ქულის მქონე ბენეფიციარების, შშმ პირების, პენსიონერების საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 10 თეთრით კომპენსაცია.
• ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების საქალაქო ტრანსპორტით უფასო მგზავრობის 100% დაფარვა.
გაზიფიკაციის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებულია:
• I ჯგუფის უსინათლოთა (შ.შ.მ. პ) ოჯახების გაზიფიკაციისთვის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა.
• ომის ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ოჯახების გაზიფიკაციის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა.
• 70000 ქულის მქონე ოჯახების გაზიფიკაციისას ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების 90% თანადაფინანსება (ერთი წერტილის გათვალისწინებით - გაზქურამდე).
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2012 წლის პროგრამები
























