ჩვენი ქალაქი - დამეგობრებული ქალაქები
ქ. ბარი - იტალია. 1987 წელი
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, განათლება, კულტურა, ტურიზმი.
ქ. ბარი - საპორტო ქალაქი სამხრეთ იტალიაში, აპულიას რეგიონისა და ბარის პროვინციის დედაქალაქი. მოსახლეობის რაოდენობა 13,719 ადამიანი. ქ.ბარის ეკონომიკა ძირითადათ დამოკიდებულია ბარის პორტზე, სარკინიგზო კვანძზე და სოზინას გვირაბზე. ბარში ხდება ზეითუნის ზეთისა და ბროწეულის წვენის წარმოება. იგი, აგრეთვე, მდიდარია ციტრუსით.
ქ. სან-სებასტიანი - ესპანეთი. 07.06.1987 წელი
ქ. სან-სებასტიანიáგიპუზკოას პროვინციის დედაქალაქია (ბასკეთის ესპანური ავტონომიური გაერთიანება). ქალაქი მდებარეობს ესპანთის ჩრდილოეთით, საფრანგეთის საზღვართან ახლოს. 2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 182,930 ადამიანს. სან-სებასტიანი თავისი შესანიშნავი სანაპირო ზოლით, ცნობილი საზღვაო კურორტია.
ქ. სავანა - აშშ, ჯორჯიას შტატი. 1992 წელი
ქ. პირეი -საბერძნეთი. 01.03.1996 წელი
ქ. პირეი პირეის პრფექტურის დედაქალაქია. იგი მდებარეობს ათენის სამხრეთით და წარმოადგენს მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს, ათენის ინდუსტრიულ ცენტრს. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 175,697 ადამიანს.
ქ. კისლოვოდსკი - რუსეთი. 25.10.1997 წელი
კისლოვოდსკი მდებარეობს სტავროპოლის მხარეში, ჩრდილოეთ კავკასიაში, შავსა და კასპიის ზღვებს შორის. იგი წარმოადგენს საკურორტო ქალაქს, მდიდარია მინერალური წყლებით. 2006 წლის მონაცემებით სტავროპოლის მოსახლეობის რაოდენობაა 128,9 ადამიანი.
ქ. ტრაპიზონი - თურქეთი. 20.04.2000 წელი
ქ. ტრაპიზონი ტრაპიზონის პროვინციის დედაქალაქია. იგი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 214,949 ადამიანს. ტრაპიზონი თხილისა და ჩაის ექსპორტიორი ქალაქია. აგრეთვე, აქ მოიპოვებენ ქაფშიას, რითაც მარაგდება მთელი თურქეთი.
ქ. ვანაძორი - სომხეთი. 16.11.2006 წელი
ხელშეკრულება ითვალისწინებს:
აქტიური თანამშრომლობას, ტურიზმის, სპორტის, განათლების, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში;
ქალაქ ვანაძორისა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიების კეთილმოწყობისთვის ურთიერთდახმარებას;
ორივე ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის ერთმანეთის თანადგომასა და ხელშეწყობას;
ქალაქებისათვის ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური პროექტების შემუშავებას, განხილვასა და განხორციელებას; …სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან აქტიურ თანამშრომლობას.
ქ.ვოლოსი - საბერძნეთი. 29.07. 2007 წელი
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, ტურიზმი.
ქ. იალტა _ უკრაინა. 29.01.2008 წელი
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ეკოლოგია, ტურიზმი, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი.
ქ. ბურგასი – ბულგარეთი. 04.11.2009 წელი
ბურგასი არის ქალაქი და ნავსადგური ბულგარეთში, ბურგასის ყურის სანაპიროზე. ბურგასი ქვეყნის მნიSვნელოვანი თევსაჭერი ბაზა და საკურორტო ზონაა.
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.
ქ. მარბელლა – ესპანეთი. 27.07. 2010 წელი
მარბელა არის ანდალუსიას ქალაქი, ესპანთეში, იგი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და მისი მოსახლეობა შეადგენს 135, 000
თანამSრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.
ქ. კუშადასი – თურქეთი. 15.10.2010 წელი
კუშადასი არის თურქეთის ქალაქი ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, რომელიც მდებარეობს ისეთი ანტიკური ქალაქების მახლობლად, როგორებიცაა: ეფესი, მილეტი, ლიდიმი. კუშადასიდან 30 კილომეტრში მდებარეობს უნიკალური ნაციონალური პარკი, რომლისგანაც მოჩანს ბერძნული კუნძული სამოსი.
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი.
ქ. ვერონა – იტალია. 17.12.2010 წელი
ვერონა _ ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონში. წარმოადგენს რეგიონის შვიდი პროვინციული დედაქალაქიდან ერთ-ერთს. მისი მოსახლეობა 265 410 ადამიანს შეადგენს.
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.
ქ. ორდუ – თურქეთი. 26.02.2011 წელი
ორდუ არის ქალაქი თურქეთში, რომლის მოსახლეობა 130.000 შეადგენს. არის ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი განლაგებულია შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.
თანაშSრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.
ქ. ტერნოპოლი. – უკრაინა 26.08.2011 წელი
ტერნოპოლი არის ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. სიდიდით არის მეოთხე ქალაქი დასავლეთ უკრაინაში.
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.
ნიუ ორლეანი – აშშ 03.05.2012 წელი
ნიუ ორლეანი ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი ნავსადგურია, რომელიც მდებარეობს ლუიზიანას შტატში.
http://new.nola.gov/home/
ქ. იალოვა – თურქეთი 25.05.2012 წელი
ქ.იალოვა ჩრდილოეთ–დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში მდებარეობს. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი იალოვა . პროვინციას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მარმარილოს ზღვა. სამხრეთით ბურსას პროვინცია , ხოლო აღმოსავლეთიდან ქოჯაელის პროვინცია.
ქ. ნახჭევანი – აზერბაიჯანი 08.06.2012 წელი
ქ. დაუგავპილსი– ლატვია 03.08.2012
ქ. დაუგავპილსი სამხრეთ აღმოსავლეთ ლატვიაში მდებარეობს. რიგის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქია . დაუგავპილსი ლატვიის მთავარი სარკინიგზო და ინდუსტრიული ცენტრია.
























