• ღამის ხედი
  • სასტუმრო შერატონი
  • ბერძნული რესტორანი - აკროპოლი
  • ბათუმის ნავსადგური
  • ალი და ნინო

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი

 

ქ. ბათუმის მერიაში ფუნქციონირებს მოქალაქეთა მომსახურების ერთი სარკმლის პრინციპი, რაც ძირითადად ემყარება დოკუმენტების მიღების პროცედურების ერთიან სისტემაში მოქცევასა და გადაწყვეტილებათა მიღების ოპერატიულობის უზრუნველყოფას.მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში ხდება მოქალაქეთა/იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების რეგისტრაციაში გატარება, დოკუმენტისთვის მიმართულების მიცემა. დანერგილია მერიასა და დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ეფექტური და მოქნილი მექანიზმი. დაწესებულია დაინტერესებული პრებისათვის კონსულტაციების გაწევა, აქვე მოქმედებს საშვთა სისტემა და მერიის ცხელი ხაზი, სადაც ოპერატორი წერილობით აფიქსირებს (სატელეფონო საშუალებით) შემოსულ ინფორმაციას.
 
 
იხილეთ განცხადების ნიმუშები:
 
განცხადება მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიღებაზე. ჩამოტვირთეთ ფორმა >>
 
განცხადება უფასო კვების პროგრამაში მონაწილეობაზე. ჩამოტვირთეთ ფორმა >>
 
განცხადება მოხუცებულთა კატარაქტის ოპერაციული მკურნალობის უზრუნველყოფის პროგრამაში მონაწილეობაზე. ჩამოტვირთეთ ფორმა >>
 
განცხადება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში მონაწილეობაზე. ჩამოტვირთეთ ფორმა >>
 
განცხადება I ჯგუფის უსინათლო შ.შ.მ. პირების შეღავათებით უზრუნველყოფის პროგრამაში მონაწილეობაზე. ჩამოტვირთეთ ფორმა >>
 
კონსულტაციისთვის მიმართეთ ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს - ტელ: 24 63 01; 24 63 05.
 
 
ქ. ბათუმში მშენებლობის დასაწყებად საჭიროა 3 ეტაპის გავლა
I ეტაპი -  ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენა.  ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა >>
II ეტაპი - პროექტის შეთანხმება. ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა >>
III ეტაპი - მშენებლობის ნებართვის გაცემა. ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა >>
 
განცხადება IV კლასის შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე. ჩამოტვირთეთ ფორმა >>
 
განცხადება უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით მიშენებული ან დაშენებული ფართის ლეგალიზაციაზე. ჩამოტვირთეთ ფორმა >>
 
განცხადება რეკლამის შეთანხმებაზე. ჩამოტვირთეთ ფორმა >>
 
კონსულტაციისთვის მიმართეთ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს - ტელ: 27 26 27; 27 26 28.
 
განცხადება გადათხრითი სამუშაოების წარმოებაზე. ჩამოტვირთეთ ფორმა >>
 
განცხადება II და III კლასის შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე. ჩამოტვირთეთ ფორმა >>
 
კონსულტაციისთვის მიმართეთ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს - ტელ: 24 63 04; 24 64 01.
 
განცხადება კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართის პრივატიზაციაზე. ჩამოტვირთეთ ფორმა >>
 
განცხადება სანდასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეჩერებაზე. ჩამოტვირთეთ ფორმა >>
 
კონსულტაციისთვის მიმართეთ ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს - ტელ: 24 63 15; 24 83 15.