• ღამის ხედი
  • სასტუმრო შერატონი
  • ბერძნული რესტორანი - აკროპოლი
  • ბათუმის ნავსადგური
  • ალი და ნინო

6-9 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი ,,INTER ART BATUMI 2012" გაიმართება

2012-06-25

დღეს, ბათუმის მერის მოადგილე ნათია სურგულაძე ესპანეთის ქალაქ მარბელას მერს ანხელა მუნიოს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც მარბელას მერიაში გაიმართა, საერთაშორისო არტფესტივალის ,,INTER ART BATUMI 2012" მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ფესტივალი, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, 6-9 სექტემბერს ბათუმში გაიმართება.

საქართველოს დელეგაცია, ბათუმის მერის მოადგილის ხელმძღვანელობით, ესპანეთის ზღვისსპირა ქალაქში 19 ივნისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ორ ქალაქს შორის მემორანდუმი გაფორმდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ბათუმში გადმოტანასთან დაკავშირებით, შეხვედრები გაიმართა ანდალუზიის რეგიონში სავაჭრო პალატის, მარბელას მუნიციპალიტეტისა და ანდალუზიის რეგიონში ქართული კულტურის ცენტრის წარმომადგენლებთან. ოფიციალური ვიზიტი 28 ივნისს დასრულდება.