• ღამის ხედი
  • სასტუმრო შერატონი
  • ბერძნული რესტორანი - აკროპოლი
  • ბათუმის ნავსადგური
  • ალი და ნინო

ბათუმში სატრანსპორტო მოძრაობას ახალი შუქნიშნები დაარეგულირებს

2012-07-06

მალე ბათუმში სატრანსპორტო მოძრაობას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შუქნიშნები დაარეგულირებს. შუქნიშნები აღჭურვილი იქნება ვიდეოთვალის სისტემით და სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეს განსაზღვრავს. 

ახალი შუქნიშნები ქალაქის 22-ვე გზაჯვარედინზე დამონტაჟდება. სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად განხორციელდება.