ბათუმის მერია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის პროგრამას ახორციელებს
2021-04-02
ბათუმის მერია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სხვადასხვა მომსახურების უზრუნველყოფა.
პროგრამის ფარგლებში, 2 დან 18 წლის ასაკის ჩათვლით პირები სარგებლობენ გამოყენებითი ქცევითი ანალიზის და, საჭიროების შემთხვევაში, მეტყველების, ოკუპაციური თერაპიისა და სხვა მომსახურებებით.
გათვალისწინებულია თვის განმავლობაში საშუალოდ 15 გაკვეთილის ჩატარება.
მომსახურებით 230-მდე ბენეფიციარი სარგებლობს.
აღნიშნული ღონისძიებები ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.