|
ბათუმში მერიის საბინაო ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში სახურავების გადახურვის პროცესი გრძელდება. ამ დროისათვის სამუშაოები ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს.
მაღალსართულიანი კორპუსების გადახურვას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ხიმშიაშვილის და აღმაშენებლის ქუჩებზე, ასევე ბონი-გოროდოკის დასახლებაში აწარმოებენ.
პროგრამა თანადაფინანსების პრინციპით მიმდინარეობს. გადახურვის 97 პროცენტს მერია აფინანსებს, საბინაო ამხანაგობა კი ღირებულების მხოლოდ სამ პროცენტს იხდის.
პროექტისათვის წელს ქალაქის ბიუჯეტში 2 მილიონ 170 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით წლის განმავლობაში 50 სახლის გადახურვა დასრულდება.
|