ჩვენი ქალაქი - საპატიო ბათუმელები
2006 წლის 23 მაისს, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობამ ,,საპატო ბათუმელის” წოდება დააწესა. ,,საპატიო ბათუმელის” წოდება ენიჭება იმ გამორჩეულ პიროვნებებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქალაქის განვითარებაში, დემოკრატიის დამკვიდრებასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში, მეცნიერების სხვადასხვა დარგის წინსვლაში, კულტურისა და ხელოვნების სფეროების აღმავლობაში.
2012 წლის 3 ივლისს, ბათუმის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, დებულებაში ცვლილები შედის და კიდევ ორი - ბათუმის საპატიო მოქალაქისა და დამსახურებული მოღვაწის წოდება ემატება.
საპატიო ბათუმელები 2023 წელი:
ქეთევან მანელიშვილი
ნუგზარ მიქაძე
ედიშერ მჟავია
ნიკოლოზ ღლონტი
გიორგი ასამბაძე
ირაკლი (მაილო) ჯაში
ჯონი (იოანე) ბარამიძე
ზურაბ ჩიხლაძე
დიმიტრი ცეცხლაძე
მარინე კალოიანი
შალვა ტაბაღუა
მანანა (დარეჯან) ძიძიშვილი
გურამ ტურაშვილი
გიორგი (გოგი) მურვანიძე
ირინა ხერჟი
საპატიო ბათუმელები 2022 წელი:
შალვა გოგუაძე
დარეჯან მექვაბიშვილი
ვლადიმერ ჩხაიძე
რეზო ჯაბნიძე
ამირან სირაბიძე
ოთარ (ნური) კომახიძე
საპატიო ბათუმელები 2021 წელი:
გრიგოლ (გია) ბაღოშვილი
ედნარ ქიქავა
თამილა მეიშვილი
თეიმურაზ პეშკოვი
ირაკლი კახიძე
მარიამ ჯახუტაშვილი
ცისანა ანთაძე
საპატიო ბათუმელები 2019 წელი:
შუშანა ფუტკარაძე
გურამ ფუტკარაძე
აჭარის დამსახურებულ მხატვარი, ქ. ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დირექტორი.
ვანო პაპუნიძე
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა, სოციალურ მეცნიერებათა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიების ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი.
ოთარ გოგოლიშვილი
მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არაერთი მნიშვნელოვანი კვლევის ავტორი.
ხასან მაკარაძე
დამსახურებული და ღვაწლმოსილი ხელოსანი.
ბათუმის საპატიო მოქალაქეები 2019 წელი:
არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ აბულაძე)
საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოეტი, მწერალი, მრავალი სამეცნიერო კვლევისა და მონოგრაფიის ავტორი, გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის, ლიტერატურული პრემია „აკაკი წერეთლის ორდენისა“ და საერთაშორისო პრემია „ოქროს ART”-ის ლაურეატი
სულხან ლომინაძე
კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რეგიონალური ჰოსპიტალის - „ევექსის“ კლინიკური დირექტორი, საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტსა და ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაციის წევრი, მრავალი ჯილდოს მფლობელი.
ნანი ბრეგვაძე
ცნობილი ქართველი საესტრადო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო და ღირსების ორდენების კავალერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი.
საპატიო ბათუმელები 2018 წელი:
ალექსანდრა (დოდო) ჯვარშეიშვილი
აჭარის დამსახურებული პედაგოგი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-კონსულტანტი, ღირსების ორდენის კავალერი.
ჯიმსონ გურგენიძე
დამსახურებული მხატვარი.
შოთა ზოიძე
პოეტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.
ბათუმის საპატიო მოქალაქეები 2018 წელი:
იენს ულმანი
კაროლ ფშივარა
პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ელგუჯა მეძმარიაშვილი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, ტექნიკისა და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენის კავალერი, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალურ კონსტრუქტორი.
გიორგი გიგინეიშვილი
ექიმ-კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მილანის უნივერსიტეტის პროფესორი.
საპატიო ბათუმელები 2017 წელი:
მამული ჟღენტი
ინჟინერ-მშენებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე.
ავთანდილ (ასლან) კაკაბაძე
დამსახურებული ინჟინერ-ტექნოლოგი, „ბათუმის მოქალაქეთა აკადემიის“ პრეზიდენტი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მრჩეველთა საპატიო საბჭოს წევრი, ქორეოგრაფიის რაინდის ორდენის კავალერი და სხვა არაერთი ჯილდოს მფლობელი.
ჯუმბერ უნგიაძე
ცნობილი მეან-გინეკოლოგი, ბათუმის რუსთაველის სახელობის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორი, აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი და მოამაგე, მრავალი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და ნაშრომების ავტორი.
იზოლდა ფოფხაძე
საქველმოქმედო ფონდ „თამარის დარბაზის“ თავმჯდომარე, მეცენატი, გამომცემელი, წიგნების ავტორი.
ბათუმის დამსახურებული მოღვაწე 2017 წელი:
მადონა თევზაძე
თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს ქორეოგრაფიის კავშირის საპატიო წევრი.
თეიმურაზ ბაგრატიონი
ქორეოგრაფი.
ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი
ელმძღვალები, მუსიკოსები და მსახიოებები.
ენვერ ღოღობერიძე
მუსიკოს-აკომპანიატორი.
როინ მენაბდე
მუსიკოს-აკომპანიატორი.
ოთარ მალაყმაძე
მუსიკოს-აკომპანიატორი.
რევაზ ქავჟარაძე
მუსიკოს-აკომპანიატორი.
რევაზ ვარშანიძე
მუსიკოს-აკომპანიატორი.
ეკატერინე ღლონტი
ქორეოგრაფი.
მარინა სიხარულიძე
ქორეოგრაფი.
ბათუმის საპატიო მოქალაქე 2016 წელი:
ბაადურ წულაძე
გრიგოლ წიტაიშვილი
ლიანა ისაკაძე
ქართველი მევილიონე, სახალხო არტისტი, თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე. იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა. 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება.
ადერკინ კოპლატაძე
სახელმწიფო მოღვაწე, პენსიონერთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ღირსების ორდენის კავალერი.
რამინ მიქაბერიძე
სახელოვანი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვოკალური და ფოლკლორული ანსამბლების დამაარსებელი.
ალექსანდრე კორსანტია
ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი.
საპატიო ბათუმელები 2016 წელი:
ჯემალ ჭიღვარია
ეთერ ცივაძე
ოთარ (ნაბი) ფაღავა
გიორგი მიქელაძე
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელი.
ნანი გუგუნავა
პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი.
იური უნგიაძე
ღვაწლმოსილი საზოგადო მოღვაწე.
ემილ კრუპნიკი
ქართულ-ებრაული ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი.
ანზორ კუდბა
ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ნიკო ლორთქიფანიძისა და აბუსერიძე ტბელის სახელობის პრემიების ლაურეატი.
ნუგზარ (თემურ) დოლიძე
ანსამბლ "ბათუმის სამხატვრო ხელმძღვანელი.
მზეჭაბუკ (ჭაბუკა) სურმანიძე
ანსამბლ "ბათუმის" დირექტორი.
ნოდარ ვარშანიძე
ანსამბლ "ბათუმის" ქორმაისტერი, პროფესორი.
დამსახურებული მოღვაწე 2016 წელი:
ჯიმსონ გურგენიძე
დამსახურებული მხატვარი და დიზაინერი,ბათუმისთვის არაერთი მხატვრული ნაწარმოების შემქმნელი, მრავალი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული.
იზოლდა მსხილაძე
ღვაწლმოსილი ქორეოგრაფი, აჭარის არ დამსახურებული არტისტი,ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის „მეზღვაურის“ ხელმძღვანელი.
მანანა ჩაუშბა
ღვაწლმოსილი პედაგოგი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის მთავარი ქორმაისტერი, არაერთი ვოკალური ჯგუფის ხელმძღვანელი.
რევაზ ბაინაზიშვილი
რეჟისორი.
ადვიე ჯაფარიძე
პედაგოგი.
ნანა შენგელია
ექიმი, მეან-გინეკოლოგი.
ლევან ცხოიძე
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ "ბათუმის" მომღერალი.
ლაშა გედენიძე
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ "ბათუმის" მომღერალი.
არჩილ სოსელია
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ "ბათუმის" მომღერალი.
ზვიად სურმანიძე
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ "ბათუმის" მომღერალი.
მამუკა სურმანიძე
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ "ბათუმის" მომღერალი.
პაატა ჭურკვეიძე
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ "ბათუმის" მომღერალი.
იადონ მახარაძე
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ "ბათუმის" მომღერალი.
დავით ჭყონია
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ "ბათუმის" მომღერალი.
სულხან ჯაიანი
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ "ბათუმის" მომღერალი.
რომან შაინიძე
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ "ბათუმის" მომღერალი.
ომარ ვაშალომიძე
აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ "ბათუმის" მომღერალი.
დავით ზოიძე
ექიმი.
ბათუმის საპატიო მოქალაქე 2015 წელი:
ფრიდონ სულაბერიძე
საქართველოს ეროვნული ქორეოგრაფიის გამოჩენილი მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი, ქართული ცეკვების უბადლო შემსრულებელი. ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
საპატიო ბათუმელები 2015 წელი:
ზაურ ლაზიშვილი
ქორეოგრაფი. დაჯილდოებულია საქართველოს დამსახურებული პედაგოგის, დამსახურებული მოღვაწის, ღირსებისა და საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის ორდენებით. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლსა და თბილისის საქალაქო ანსამბლს, იყო ბათუმის ქალაქის საბჭოსთან არსებული ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლის - ,,სალაღობოს“ წამყვანი სოლისტი და ქორეოგრაფიული კოლექტივის ხელმძღვანელი, დამუშავებული აქვს საინტერესო ცეკვები აჭარის სახელმწიფო ანსამბლშიც. მისი ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორობის პერიოდში განვითარდა მხატვრული თვითშემოქმედება, ჩამოყალიბდა კულტურისა და ხელოვნების კადრების მომზადების მიმართულება. გამოქვეყნებული აქვს შემეცნებითი პუბლიკაციები, ატარებს ოსტატობის კლასებს, წერს სახელმძღვანელოებს, საოლიმპიადო ბროშურებს. აღცეულია საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ.
ჯემალ ჩიჩუა
ქორეოგრაფი. წლების განმავლობაში ეწევა საშემსრულებლო და ქორეოგრაფიულ საქმიანობას და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიტანა ქართული ეროვნული ხელოვნება. მისი სოლოცეკვები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამშვენებდა აჭარისა და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლების რეპერტუარებს. იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ანსამბლის - ,,ტბეთის“ ხელმძღვანელი. დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ქართული ქორეოგრაფიის სამყაროში.
თემურ ბიბილეიშვილი
ქორეოგრაფი. 1960 წლიდან დღემდე მუხლჩაუხრელად მუშაობს ქართული ქორეოგრაფიის დახვეწა-განვითარებისთვის. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა აჭარის საბავშვო ქორეოგრაფიულ და პროფესიონალურ კოლექტივებში. 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს. მსოფლიოს არაერთ ქვეყანას გააცნო ქართული ხელოვნება. 2000 წლიდან შექმნა საქართველოში უპრეცედენტო, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ხორუმი“, რომელიც შემდეგ აჭარის არ ხალხური ცეკვების ანსამბლად გარდაიქმნა. მისი საგასტროლო მარშრუტი 38 ქვეყანას მოიცავს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ანსამბლ ,,ხორუმს“ მინიჭებული აქვს ოთხი გრანპრი. თემურ ბიბილეიშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს საქართველოსა და სხვა ქვეყნების საფესტივალო ორგანიზაციებს შორის.
ლაშა ღლონტი
ექიმი. მომღერალი. საზოგადო მოღვაწე. არის ღირსების ორდენის კავალერი კულტურის სფეროს განვითარებისთვის, 2010 წლის საუკეთესო ქართველი მამაკაცი მომღერალი. დღეისათვის აქტიურად მონაწილეობს წამყვან, რეიტინგულ ტელეშოუებსა და პროექტებში. არის სტუდია ,,მუსიკალური სახლის" და ბათუმის სტუდია ,,ლალეს" ხელმძღვანელი. პარალელურად იგი გახლავთ კომპანია ,,medicall"-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომლის ეგიდითაც ატარებს მრავალ საქველმოქმედო კონცერტსა თუ აქციას. დიდ კომერციულ პროექტებთან ერთად, იგი ასევე პირადად მონაწილეობს მრავალ საქველმოქმედო ღონისძიებაში.
ელგუჯა (ედნარ) ცივაძე
სხვადასხვა დროს მუშაობდა აჭარის მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციაში, ბათუმის გამწვანების ტრესტის მმართველად. 1976 – 1987 წლებში მისი ხელმძღვანელობით გალამაზდა, კეთილმოეწყო და გამწვანდა ბათუმის არაერთი უბანი, სკვერი, ქუჩა. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა მწვანე მშენებლობის სამმართველო და დაიწყო დეკორატიული ფილებით ბათუმის კეთილმოწყობა. 1995 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ბათუმის ლუდის ქარხანას. ამ პერიოდში ბათუმურმა ლუდმა 9 ოქროს მედალი მოიპოვა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
დალი ჭელიძე
პედაგოგი. მინიჭებული აქვს აჭარის საუკეთესო მასწავლებლის წოდება, მასწავლებელ-მეთოდისტის წოდება, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება.
ამირან კახიძე
ღვაწლმოსილი მეცნიერი, ცნობილ არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი. ამირან კახიძის სახელს უკავშირდება სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში არქეოლოგიის სკოლის შექმნა და მკლევართა რამდენიმე თაობის აღზარდა.
ავთანდილ დიასამიძე
ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
გია ჯორბენაძე
საქართველოს დამსახურებული მწრთვნელი, ბათუმის „დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელი.
ალი (იზეთ) ქიქავა
ქ. ბათუმის მკვიდრი, რომელმაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებას მიუძღვნა ცხოვრების დიდი ნაწილი.
ბათუმის საპატიო მოქალაქეები 2014 წელი:
ლევან (ჯემალ) თამაზაშვილი
საქართველოს დამსახურებული არტისტი, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი და გამარჯვებული, ქართული კულტურის დიდი მოამაგე.
რესან კონცელიძე
სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, უამრავი სახელმწიფო ჯილდოსა და მედლის მფლობელი.
გივი სიხარულიძე
ცნობილი ნოველისტი, ნიჭიერი ხელოვანი, ქორეოგრაფი, წლების განმავლობაში სუხიშვილების ანსამბლის სოლისტი, მსახიობი.
ფერიდე აცამბა
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არაბისტი, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი.
მერაბ კილაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქირურგი.
ჯემალ ბერიძე
კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, ღირსების მედლისა და ღირსების ორდენის კავალერი.
ვალერი მოქერია
საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი.
საპატიო ბათუმელები 2014 წელი
ნათელა დუმბაძე
სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი და მეცნიერი, ბათუმის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოში ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,სოროპტიმისტ ინტერნაციონალის" დამაარსებელი დახელმძღვანელი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ქართულ-აფხაზური საგას" დამაარსებელი და ხელმძღვანელი.
მურმან მახარაძე
ცნობილი პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მოღვაწე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ღირსების ორდენის მფლობელი, ქართული კულტურის დიდი მოამაგე.
მიხეილ ბეჟანიძე
სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-მაიორი, საქართველოს ღირსების ორდენის, 28 მედლისა და უამრავი საპატიო სიგელის მფლობელი.
ალექსანდრა ანისიმოვა
აჭარის საქველმოქმედო საქართველო-რუსეთის საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ღირსების ორდენის კავალერი, ექიმი.
თეიმურაზ ბოლქვაძე
ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერი, აჭარის არ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
გურამ ემირიძე
საზოგადო მოღვაწე.
ნუნუ ჩაუშბა
აჭარის დამსახურებული მასწავლებელი, წარჩინებული პედაგოგის სტატუსით. ღირსების ორდენის კავალერი. რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი.
ვახტანგ (ბესო) ბესელია
მხატვარი, ხელოვანთა არაერთი თაობის აღმზრდელი.
რენა სარიშვილი
აჭარის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აჭარის დიპლომატიური სამსახურის უფროსი მრჩეველი, აჭარაში ბავშვთა ფონდის დამფუძნებელი, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის დამაარსებელი, „ქართულ-აფხაზური საგას“ აქტივისტი.
მარინა ხანთაძე
საქართველოს საზღვაოსნოს პარტიული კომიტეტის მდივანი, აჭარაში ქალთა საბჭოს თავმჯდომარე, პროგრამა „ქართულ-აფხაზური საგას“ იდეის ავტორი, საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის კოორდინატორი.
ოთარ მიქელაძე
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, საზოგადოება „ბათუმელის“ დამფუძნებელი, „ამაგდარის“ ორდენოსანი, ქველმოქმედი.
საპატიო ბათუმელები 2013 წელი
პავლე შპეტიშვილი
ბრანდერბურგი–საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე.
ჯენს ლიპსდორფი
დოქტორი, პროფესორი, არქეოლოგი, ხელოვნების ისტორიკოსი, ბრანდერბურგის პარლამენტის კვლევების ვიცე–პრეზიდენტი.
შალვა ბრეუსი
ბიზნესმენი, მეცენატი. წყალბურთელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. ევროპის თასის მფლობელი. მის სახელს უკავშირდება ბათუმის სამების ეკლესიის მშენებლობა.
ანზორ კავაზაშვილი
მეკარე, სპორტის დამსახურებული ოსტატი, მსოფლიოს მე–8 ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966, ინგლისი).
ფეოდორ იურჩიხინი
კოსმონავტი. 1983 წ. დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი, ინჟინერ–მექანიკოსიუს კვალიფიკაციით. მოსკოვის კოსმოსური ფრენის მართვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე . 1995–1997წწ. პროგრამის „მირ–ნასას“ ხელმძღვანელის თანაშემწე.423–ე კოსმონავტი მსოფლიოში.
თამაზ ჭილაძე
მწერალი, დრამატურგი, შოთა რუსთაველის, ალ. ყაზბეგის, ა.წერეთლის, გ.შარვაშიძის სახელობის პრემიების ლაურეატი.
ავთანდილ მახარაძე
მსახიობი. 1976 წ. მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, 1987 წ. - ჩიკაგოში პრიზი „ვერცხლის ჰიუგო“, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის თ. აბულაძის ფილმში „მონანიება“.
ალექსანდრე ხომერიკი
მომღერალი (ლირ. – დრამ. ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1985). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1995) და პ. ჩაიკოვსკის სახ. VII საერთაშორისო კონკურსის (მოსკოვი, 1982) ლაურეატი.
დურსუნ ჩერქეზადე
ტრავმატოლოგი. პროფესორი,მედიცინის მეცნიერებათა დოკტორი, წარსულში ცნობილი წყალბურთელი.
ავთანდილ ბარათაშვილი
ბიზნესმენი, მეცენატი, ბათუმის შ. რუსთაველის სახ.უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. 2007 წლიდან არსებობს მისი სახელობის სტიპენდია, რომელსაც ყოველწლიურად 100–მდე სტუდენტი იღებს.
გიორგი ჩაჩავა
ქორეოგრაფი. 1987 წ. მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. 2001 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და „ოქროს საპატიო ნიშნით“.
ანზორ ერქომაიშვილი
საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969). 1969 წელს დააამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1968 წლიდან არის ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ იყო საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. 1972-1975 წლებში რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა (1972, მოსკოვი). გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღრები.“
ნუმან ფევზი ოზქანი (ნუმანიშვილი)
თურქეთის ქალაქ იალოვას მერის მოადგილე, 1995-2004 წლებში - თურქეთის რეს. პრემიერ მინისტრის პრეს–კანცლერი.
იბერია მელაშვილი
მუსიკოსი, ანსამბლ „კაფდაღისა“ და „კავკასიის მთის“ ხელმძღვანელი.
რუსუდან სიხარულიძე
სპორტსმენი. მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მესამე პრიზიორი თავისუფალ ვარჯიშში (1974), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973 _ მრავალჭიდი, 74 _ თავისუფალი ვარჯიში). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.
ლამარა ბოლქვაძე
წლების განმავლობაში არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის წევრი, ხელმძღვანელობდა აჭარის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტს და აჭარის კულტურის სამინისტროს.
მეუფე დიმიტრი
ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი. დ. 02.16.1961
თეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ხელმძღვანელობს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურს, არჩეულია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრად, არის "წმიდა მიწის" შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოების თანათავმჯდომარე, აგრეთვე, მრავალი საეკლესიო საქმის ინიციატორი და ორგანიზატორი.
ვახტან ღლონტი
პოეტი. მინიჭებული აქვს ალტერნატიულ მწერალთა გაერთიანება „გულანის” და გალაქტიონ ტაბიძის სახელობის პრემიები. არის მრავალი პოეტური კრებულის ავტორი. მისი პირველი პოეტური კრებული სტუდენტოპის პერიოდში გამოიცა.
გოდერძი ტოტოჩავა
ბათუმის საკრებულოს წევრი. 90-იან წლებში რედაქტორობდა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გაზეთ ,,საქართველოს კარიბჭეს“ და საეკლესიო გაზეთს ,,მწყემსი“. 2006 წლიდან ხელმძღვანელობს აჭარის სამუზეუმო გაერთიანებას. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და პროზაული კრებულის ავტორი.
ნინო ნიჟარაძე
მხატვარი, შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. მრავალი სამეცნიერო აკადემიის, სამეცნიერო საბჭოსა და სარედაქციო კოლეგიის წევრი.
ზურაბ ხაბაძე
მხატვარი, 200-ზე მეტი ნამუშევრის ავტორი. მოხატული აქვს არაერთი ეკლესია და ბათუმის დრამატული თეატრის ფარდა ,,ოქროს საწმისი”. სპორტის ოსტატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
ოთარ შარაძე
არქიტექტორი, საზაფხულო თეატრის აღმდგენი, ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის დამსახურებული პედაგოგი. აქვს საინჟინრო საქმიანობის 35 წლიანი გამოცდილება. 2012 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭა ღირსების ორდენი.
აკაკი ბერიძე
ექიმი, პროფესორი. საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის აკადემიის აკადემიკოსი, სამედიცინო-სოციალური აკადემიის აკადემიკოსი, ქირურგთა ევროპისა და მსოფლიოს ასოციაციის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
დარეჯან ნიქაბაძე
პედაგოგი, ბაღის გამგე.
გარი ქიქავა
ფეხბურთელი.
ვაჟა ჯოხაძე
ფეხბურთელი.
თეიმურაზ კვახაძე
ფეხბურთელი.
ლევან ვერულიძე
ფეხბურთელი.
შაქრო ემირიძე
ფეხბურთელი.
შუქრი მურვანიძე
ფეხბურთელი.
საპატიო ბათუმელები 2012 წელი
თემურ ჭკუასელი
მწერალი და მომღერალი, ანსამბლ ,,ქართული ხმების” დამფუძნებელი.
გივი ჩიჩუა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
ზაფერ თონგასი
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ქ. კუშადასის ბიზნესგაეთიანების პრეზიდენტი.
ერიხ კაშკა
ავსტრიის რესპუბლიკის მოქალაქე, ბათუმის მუნიციპალური ინფრასრტუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მენეჯერი .
მათიას ჰითცელი
გერმანიის რესპუბლკის მოქალაქე, ბათუმის მუნიციპალური ინფრასრტუქტურის რეაბილიტაციის პროექტის თანმდევი ღონისძიებების კონსულტანტი.
ლეონიდ ბიცურა
უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, ქ. ტერნოპოლის ვიცე–მერი.
ვალენტინა ლაზოვსკაია
ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქე, ქ. ლუდზას საქალაქო სათათბიროს ყოფილი თავჯმდომარე, ბიზნესმენი.
ამირან გაგნიძე
მხატვარი.
ვახტანგ ქორიძე
ფეხბურთელი.
ზაურ ფატლაძე
ბათუმის საკრებულოს წევრი.
ვაჟა ბაღოშვილი
ექიმი.
ლაუზი (რეზო) ჭანიშვილი
ქორეოგრაფი.
იოსებ (სოსო) ბარდანაშვილი
კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს საპატიო მოქალაქე.
საპატიო ბათუმელები 2011 წელი:
ავთანდილ დიასამიძე
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, გაზეთ ,,აჭარის” მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი. 1967 წელს მუშაობდა გაზეთ ,,საბჭოთა აჭარის” შტატგარეშე კორესპონდენტად, ორი წლის შემდეგ ამავე გაზეთის კულტურისა და ინფორმაციის განყოფილების ლიტერატურულ მუშაკად, ხოლო 1973 წლიდან დაინიშნა ამავე განყოფილების გამგედ. 1989 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება, ხოლო 2011 წელს საპატიო ბათუმელის წოდება. არის ორი წიგნის - ,,დრო და შეხვედრები” და ,,მონატრება” ავტორი.
საპატიო ბათუმელები 2010 წელი:
ნინო საკანდელიძე
ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. დ. 8.08.1930, ზედა-ვანი. ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სამგზის მოწვევის დეპუტატი, აჭარის ქალთა კომიტეტის წევრი, დედათა და ბავშვთა დაცვის წევრი. იყო არჩეული სახალხო მსაჯულად, კულტურის მუშაკთა პროფკავშირის წევრად. მინიჭებული აქვს პროფესორის წოდება.
მანუჩარ შერვაშიძე
ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. დ. 2.02.1930, სოფელი მუხურა. შესრულებული აქვს 120-მდე წამყვანი და მთავარი როლები სპექტაკლებში ,,ჰამლეტი”, ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, ,,ყვარყვარე თუთაბერი”, და ა.შ. გადაღებულია 30-მდე ფილმში. მინიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება, ასევე საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
იური ცანავა
მსახიობი. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის დრამატულ კოლექტივს, იყო #22 საშუალო სკოლის ბავშვთა თვითშემოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელი, #1 საშუალო სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელი. არის ,,ღირსების ორდენის კავალერი”, აჭარის მწერალთა კავშირის აქტივისტი.
საპატიო ბათუმელები 2009 წელი:
თამაზ ბეჟანიძე
აჭარის ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე. დ. 10.07.1941, ბათუმი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე-მსახიობად, საქართველოს ფილარმონიის აჭარის განყოფილებაში საესტრადო ანსამბლ ,,ბათუმის” მოცეკვავე-მსახიობად, ხელმძღვანელობდა აჭარპროფკავშირის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლს.
საპატიო ბათუმელები 2006 წელი:
ანტონ ფილიპოვი
ბათუმის თოჯინების თეატრის პირველი მხატვარი. ანტონ ფილიპოვმა ბათუმის თოჯინების თეატრში დაახლოებით 200-მდე სპექტაკლი გააფორმა. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში. იგი უამრავი გამოფენის მონაწილეა. ანტონ ფილიპოვი არის საქართველოს დამსახურებული მხატვარი, აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
რეზო ბოლქვაძე
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ხელმძღვანელი (1953-2005). რეზო ბოლქვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის აჭარაში როგორც კულტურისა და განათლების, ასევე, სპორტის სხვადასხვა დარგების განვითარებაში. მისი ხელმძღვანელობის დროს პარკში ჩამოყალიბდა საჭადრაკო კლუბი, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამლი "გაზაფხული", რომელიც ძალიან პოპულარული იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში. მისი ძალისხმევით იყო ეს პარკი ახალგაზრდების თავშეყრის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი. რეზო ბოლქვაძის ინიციატივით მოქმედებდა პარკში ათობით წრე, სადაც მოზარდები სწავლობდნენ სათხილამურო სპორტს, ფოტოხელოვნებას, უცხო ენებს, მხატვრულ კითხვას და ა. შ. იგი მრავალი ჯილდოსა და წოდების მფლობელია.
ბათუმის საპატიო მოქალაქეები 2003 წელი:
რამაზ სურმანიძე
თეიმურაზ კომახიძე
საპატიო ბათუმელები 2002 წელი:
ოლღა ჩაჩუა სელეზნიოვა
ფერმწერი, გრაფიკისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სპეციალისტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ზელენჩუკის, რიგისა და პუტინოვის ფაიფურის მწარმოებელ ქარხანაში. ოლღა ჩაჩუა არაერთხელ დააჯილდოვეს საპატიო სიგელით, მათ შორის, აჭარის არ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.
საპატიო ბათუმელები 2000 წელი:
მუზაფერ მამუჭაძე
არქიტექტორი. მისი ძირითადი ნამუშევრებია: ახალგაზრდული ცენტრი ბათუმის მთაზე, აჭარის მელიტონ კუხიანის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსაბლის შენობა, სარფის საბაჟოს მთელი კორპუსი. ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციების კურსს ,,სპორტული ნაგებობები”.
გიორგი ერქომაიშვილი
არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრებია: პროფკავშირების სასახლე ბათუმში, სოფლის კლუბები ნატანებში, სუფსაში, ლანჩხუთში. იყო საქართველოსა და აჭარის დამსახურებული ინჟინერი, საქალაქო საბჭოს დეპუტატი, ბათუმის მთავარი არქიტექტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.