ჩვენი ქალაქი - დამეგობრებული ქალაქები
ქ. ბარი - იტალია. 1987 წელი
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, განათლება, კულტურა, ტურიზმი.
ქ. ბარი - საპორტო ქალაქი სამხრეთ იტალიაში, აპულიას რეგიონისა და ბარის პროვინციის დედაქალაქი. მოსახლეობის რაოდენობა 13,719 ადამიანი. ქ.ბარის ეკონომიკა ძირითადათ დამოკიდებულია ბარის პორტზე, სარკინიგზო კვანძზე და სოზინას გვირაბზე. ბარში ხდება ზეითუნის ზეთისა და ბროწეულის წვენის წარმოება. იგი, აგრეთვე, მდიდარია ციტრუსით.
ქ. სან სებასტიანი - ესპანეთი. 07.06.1987 წელი
ქ. სან-სებასტიანიáგიპუზკოას პროვინციის დედაქალაქია (ბასკეთის ესპანური ავტონომიური გაერთიანება). ქალაქი მდებარეობს ესპანთის ჩრდილოეთით, საფრანგეთის საზღვართან ახლოს. 2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 182,930 ადამიანს. სან-სებასტიანი თავისი შესანიშნავი სანაპირო ზოლით, ცნობილი საზღვაო კურორტია.
ქ. სავანა - აშშ, ჯორჯიას შტატი. 1992 წელი
აშშ-ის ერთ ერთი შტატის, ჯორჯიას ქლაქი, რომლის მოსახლეობაც 136 ათას შეადგენს. მისი ფართობია 202,3 კვადრატული კილომეტრია. მდებარეობს ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე.
ქ. ნიკოლაევი - უკრაინა. 1995 წელი
ერთ-ერთი მთავარი ქალაქი სამხრეთ უკრაინაში. მრეწველობის სფეროში ნიკოლაევში მთავარი ადგილი უჭირავს მანქანათმშენებლობას და ლითონის დამუშავებას, რომელთა შორის გამოირჩევა გემთმშენებლობა და ენერგეტიკული მანქანათმშენებლობა. ქალაქის სამრეწველო ქარხნები უზრუნველყოფენ მთელი უკრაინის გემთმშენებლობის მოცულობის 50%-ს, გაზოტურბინების სახელმწიფო წარმოების 90%-ზე მეტს, ალუმინის ნედლეულის წარმოების 80%.
ქ. ზიბო - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. 1995 წელი
ქ. პირეი - საბერძნეთი. 01.03.1996 წელი
ქ. პირეი პირეის პრფექტურის დედაქალაქია. იგი მდებარეობს ათენის სამხრეთით და წარმოადგენს მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს, ათენის ინდუსტრიულ ცენტრს. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 175,697 ადამიანს.
ქ. კისლოვოდსკი - რუსეთი. 25.10.1997 წელი
კისლოვოდსკი მდებარეობს სტავროპოლის მხარეში, ჩრდილოეთ კავკასიაში, შავსა და კასპიის ზღვებს შორის. იგი წარმოადგენს საკურორტო ქალაქს, მდიდარია მინერალური წყლებით. 2006 წლის მონაცემებით სტავროპოლის მოსახლეობის რაოდენობაა 128,9 ადამიანი.
ქ. ტრაპიზონი - თურქეთი. 20.04.2000 წელი
ქ. ტრაპიზონი ტრაპიზონის პროვინციის დედაქალაქია. იგი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 214,949 ადამიანს. ტრაპიზონი თხილისა და ჩაის ექსპორტიორი ქალაქია. აგრეთვე, აქ მოიპოვებენ ქაფშიას, რითაც მარაგდება მთელი თურქეთი.
ქ. ვანაძორი - სომხეთი. 16.11.2006 წელი
ხელშეკრულება ითვალისწინებს:
აქტიური თანამშრომლობას, ტურიზმის, სპორტის, განათლების, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში;
ქალაქ ვანაძორისა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიების კეთილმოწყობისთვის ურთიერთდახმარებას;
ორივე ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის ერთმანეთის თანადგომასა და ხელშეწყობას;
ქალაქებისათვის ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური პროექტების შემუშავებას, განხილვასა და განხორციელებას; …სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან აქტიურ თანამშრომლობას.
ქ. ვოლოსი - საბერძნეთი. 29.07. 2007 წელი
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, ტურიზმი.
ქ. იალტა - უკრაინა. 29.01.2008 წელი
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ეკოლოგია, ტურიზმი, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი.
ქ. ბურგასი - ბულგარეთი. 04.11.2009 წელი
ბურგასი არის ქალაქი და ნავსადგური ბულგარეთში, ბურგასის ყურის სანაპიროზე. ბურგასი ქვეყნის მნიSვნელოვანი თევსაჭერი ბაზა და საკურორტო ზონაა.
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.
ქ. მარბელლა – ესპანეთი. 27.07. 2010 წელი
მარბელა არის ანდალუსიას ქალაქი, ესპანთეში, იგი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და მისი მოსახლეობა შეადგენს 135, 000
თანამSრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.
ქ. კუშადასი – თურქეთი. 15.10.2010 წელი
კუშადასი არის თურქეთის ქალაქი ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, რომელიც მდებარეობს ისეთი ანტიკური ქალაქების მახლობლად, როგორებიცაა: ეფესი, მილეტი, ლიდიმი. კუშადასიდან 30 კილომეტრში მდებარეობს უნიკალური ნაციონალური პარკი, რომლისგანაც მოჩანს ბერძნული კუნძული სამოსი.
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი.
ქ. ვერონა – იტალია. 17.12.2010 წელი
ვერონა _ ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონში. წარმოადგენს რეგიონის შვიდი პროვინციული დედაქალაქიდან ერთ-ერთს. მისი მოსახლეობა 265 410 ადამიანს შეადგენს.
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.
ქ. ორდუ – თურქეთი. 26.02.2011 წელი
ორდუ არის ქალაქი თურქეთში, რომლის მოსახლეობა 130.000 შეადგენს. არის ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი განლაგებულია შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.
თანაშSრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.
ქ. ტერნოპოლი – უკრაინა. 26.08.2011 წელი
ტერნოპოლი არის ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. სიდიდით არის მეოთხე ქალაქი დასავლეთ უკრაინაში.
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.
ნიუ ორლეანი – აშშ. 03.05.2012 წელი
ნიუ ორლეანი ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი ნავსადგურია, რომელიც მდებარეობს ლუიზიანას შტატში.
http://new.nola.gov/home/
ქ. იალოვა – თურქეთი 25.05.2012 წელი
ქ.იალოვა ჩრდილოეთ–დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში მდებარეობს. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი იალოვა . პროვინციას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მარმარილოს ზღვა. სამხრეთით ბურსას პროვინცია , ხოლო აღმოსავლეთიდან ქოჯაელის პროვინცია.
ქ. ნახჭევანი – აზერბაიჯანი 08.06.2012 წელი
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა - ტერიტორიული ანკლავი. დასავლეთით მისი მოსაზღვრეა თურქეთი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — სომხეთი, სამხრეთით — ირანი. ფართობი — 5,5 ათასი კმ². ნახჭევანის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე არაქსი. მოსახლეობა — 370 ათასი; ძირითადად აზერბაიჯანელები, რუსები. ადმინისტრაციულად იყოფა 6 რაიონად. რესპუბლიკაში 4 ქალაქია, დედაქალაქი — ნახჭევანი.
ქ. აშდოდი - ისრაელი 07.05.2012 წელი
ქალაქი ისრაელში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თელ-ავივიდან 30კმ-ით სამხრეთით. აშდოდის პორტი უდიდესია მთელს ისრაელში და მთელი იმპორტის 6% შედის. აშდოდი დაარსდა 1956 წელს, თუმცა ქალაქის სტატუსი მხოლოდ 1968 წელს მიიღო.
ქ. დაუგავპილსი – ლატვია 03.08.2012
ქ. დაუგავპილსი სამხრეთ აღმოსავლეთ ლატვიაში მდებარეობს. რიგის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქია . დაუგავპილსი ლატვიის მთავარი სარკინიგზო და ინდუსტრიული ცენტრია.
ქ. როსტოკი - გერმანია. 2012 წელი
ქ. დონეცკი – უკრაინა. 25.08.2013
დონეცკი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც მდინარე კალმიუსზეა გაშენებული. იგი არის დონეცკის ოლქის დედაქალაქი. დონეცკი 358 კვ. მეტრ ფართობზეა გადაჭიმული და მისი მოსახლეობა 969 000 ათას კაცს შეადგენს.
ქ. შარმ ელ-შეიხი - სამხრეთ სინაის გუბერნია, ეგვიპტე. 12.08.2014
მდებარეობს სინაის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ქალაქს გასასვლელიუ აქვს წითელ ზღვაზე. შარმ-ელ-შეიხი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულია, მოსახლეობა შეადგენს 35 000 ადამიანს. წარმოადგენს სამხრეთ სინაის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქს.
პრაღა 1- ჩეხეთის რესპუბლიკა. 2013 წელი
ქ. ურუმჩი - ჩინეთი. 2015 წელი
ქ. იურმალა - ლატვია. 27.11.2014
Jūrmala ნიშნავს "ზღვის ნაპირს", "პლაჟს". მდებარეობს რიგის მახლობლად. იურმალა საკურორტო ქალაქია, რომელიც 32 კილომეტრზეა გადაჭიმული და მოქცეულია რიგის ყურესა და მდინარე ლეილუპეს შორის.
ქ. ბრესტი - ბელარუსი. 24.04.2015
ბრესტის ოლქისა და ბრესტის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან. არის მსხვილი სატრანსპორტო კვანძი, მდინარე მუხავეცის სამდინარო პორტი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ცენტრი. ქალაქს მდიდარი და უძველესი ისტორია აქვს, პირველად ისტორიულ წყაროებში 1019 წელსაა ნახსენები.
ქ. პაფოსი - კვიპროსი. 2016 წელი
ქ. ნისა - პოლონეთი. 2017 წ.
ნისა სილეზიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც სავარაუდოდ მე-10 საუკუნეში დაარსდა. 43,849 მოსახლეობით (2019), ის არის ნისას ოლქის დედაქალაქი. იგი მოიცავს გმინა ნისას მიმდებარე ურბანულ ნაწილს. ისტორიულად ქალაქი ზემო სილეზიის ნაწილი იყო.
ქ. მოგილიოვი - ბელარუსის რესპუბლიკა. 2017 წ.
ქალაქი ბელარუსში, მოგილიოვის ოლქისა და მოგილიოვის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამეა ბელარუსში (374 644 2015 წლის მონაცემებით). მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე დნეპრის ნაპირზე, მინსკიდან აღმოსავლეთით 200 კილომეტრში. ფართობი 118,5 კმ².
ქ. სიანიანი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. 2017 წ.
ქ. ხერსონი - უკრაინა. 2018 წ.
ქალაქი მდებარეობს უკრაინის სამხრეთ ნაწილში და წარმოადგენს ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს. არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრი. ხერსონში განთავსებულია დნეპრისა და შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი, ასევე მთავარი გემთმშენებელი საწარმო. წარმოადგენს მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძის ნაწილს. დედაქალაქ კიევიდან სარკინიგზო ხაზით დაშორებულია 648 კილომეტრით.
ქ. ნეთანია - ისრაელის სახელმწიფო. 2018 წ.
ჩრდილოეთ ცენტრალურ ოლქში მდებარე ქალაქი და მიმდებარე შერონის დაბლობის დედაქალაქი. ნეთანიამ სახელწოდება მიიღო მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნათელ სტრაუსის, გამოჩენილი ებრაელი ამერიკელი ვაჭრისა და ქველმოქმედის საპატივცემულოდ. 14 კილომეტრიანი პლაჟი (8.7 მილი) დაშორებულია ქალაქიდან და წარმოადგენს პოპულარულ ტურისტულ კურორტს. 2018 წელს ქალაქში ცხოვრობდა 217,244 მოსახლე, ის ისრაელის მე-7 უდიდესი ქალაქი გახდა.
ქ. უმანი - უკრაინა. 2018 წ.
ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს ჩერკასის ოლქში. 2013 წელს ქალაქის მოსახლეობა 86621 კაცს შეადგენდა.
ქ. ლიენუნგანი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. 2019 წ.
ქ. ვროცლავი - პოლონეთის რესპუბლიკა. 2019 წ.
ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ოდრის ნაპირებზე. სილეზიის ისტორიული დედაქალაქი, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი. ქალაქში მიედინება 5 მდინარე ოდრა და მისი 4 შენაკადი. მეორე მსოფლიო ომამდე ქალაქში იყო 330 ხიდი, ამჟამად მათი რიცხვი 220-ია. ამჟამად ვროცლავი ქვემო სილეზიის სავოევოდოს და ვროცლავის პოვიატის დედაქალქია. შედგება 9 გმინისაგან.
ქ. კონსტანცა - რუმინეთი. 2020 წ.
უძველესი ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში, დობრუჯას რაიონში, შავი ზღვის სანაპიროზე. კონსტანცის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა დაახლოებით ძვ. წ. 600 წელს. 2009 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 302 040 ადამიანს. კონსტანცაშია სიდიდით მეორე მეტროპოლიტენი რუმინეთში (ბუქარესტის მეტროპოლიტენის შემდეგ). კონსტანცას პორტი, რომლის ფართობია 39.26 კმ² და სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრი, არის უდიდესი პორტი შავ ზღვაზე და ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში.
ქ. სანია - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. 2021 წ. (განზრახვის წერილი)
ჰაინანის კუნძულის ყველაზე სამხრეთი ქალაქი და სამხრეთ ჩინეთის ჰაინანის პროვინციის ოთხი პრეფექტურის დონის ქალაქებიდან ერთ-ერთი. 2020 წლის აღწერის მიხედვით, სანიას მთლიანი მოსახლეობა შეადგენდა 1,031,396 მოსახლეს 1,905 კვ.მ ტერიტორიაზე.
ქ. ზიელონა გურა - პოლონეთის რესპუბლიკა. 2022 წ. (განზრახვის წერილი)
უდიდესი ქალაქი ლუბუშის ვოევოდაში, რომელიც მდებარეობს დასავლეთ პოლონეთში, 140 403 მოსახლეობით (2021). აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა - პოლონეთ-გერმანიის საზღვრიდან არც თუ ისე შორს და რამდენიმე საერთაშორისო საავტომობილო და სარკინიგზო მარშრუტებზე, რომლებიც აკავშირებს სკანდინავიას სამხრეთ ევროპასა და ვარშავას ბერლინთან. რეგიონი ასევე მჭიდრო კავშირშია ვენახებთან და ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი.
ქ. კლაიპედა - ლიეტუვა. 2022 წ. (განზრახვის წერილი)
მდებარეობს ბალტიის ზღვის სანაპიროზე. ლიეტუვის ერთადერთ პორტს აქვს საბორნე კავშირი შვედეთთან და გერმანიასთან. ქალაქის უძველესი ხის ბოძებით მორთული შენობების ფასადები მსგავსია გერმანიის, ინგლისისა და დანიის ძველი საპორტო ქალაქების არქიტექტურის. 2011 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 161,300 ადამიანს შეადგენს. კლაიპედა ქვეყანაში სიდიდით მესამე ქალაქია და კლაიპედის მაზრის ცენტრია.