ბათუმს კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება
2012-07-26
დღეს, ყოფილი სასტუმრო ,,ლონდონის" ადგილზე ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ახალი შენობის კარკასი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, ხოლო სასტუმრო 2013 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასტუმრო ,,ლონდონს" პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება და იმავე ქვებით მოპირკეთდება, რომლითაც იგი XIX საუკუნეში იყო აგებული.
სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორი 10 მლნ დოლარს დახარჯავს. სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,გემიქაია" აწარმოებს.
ღონისძიებას აჭარის ა რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დამეგობრებული ქალაქების - ნახჭევანისა და ბათუმის მერები დაესწრნენ.