"გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებსა და ჯანმრთელობას თითოეულ თქვენგანსა და თქვენს ოჯახებს!
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალი წლის დადგომა მათ, ვინც თავის პროფესიულ მოვალეობას ამ წუთებშიც ასრულებს.
ვულოცავ თითოეულ ექიმს, რომელთათვისაც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით რთული იყო 2020 წელი, იდგნენ და დგანან ბრძოლის წინა ხაზზე და საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
ვულოცავ ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგანან.
დარწმუნებული ვარ, 2021 წელი იქნება მშვიდობის მომტანი.
მჯერა, რომ ჩვენ მალე დავამარცხებთ და დავძლევთ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოც დგას.