სამძიმრის წერილი ტარიელ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო
2021-01-04
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ენათმეცნიერის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო.ტარიელ ფუტკარაძე გახლდათ ქალაქ ბათუმის პირველი პრეფექტი, 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მთელს ჩვენ საზოგადოებას"-არჩილ ჩიქოვანი.