არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში მცხოვრებ სომხებს შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა
2022-01-06
ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში მცხოვრებ სომხებს შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. სადღესასწაულო ლიტურგია ბათუმის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში აჭარის სომეხთა სულიერმა ლიდერმა, მამა არარატ გუმბალიანმა აღავლინა.
არჩილ ჩიქოვანი - ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს.
ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური დამოკიდებულების განმტკიცებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი აქ მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ დღევანდელ დღეს და მშვიდობას ვუსურვებ.