ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა გონიო-კვარიათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
აფსაროსის მეორე შესახვევში ახალი სტადიონისა და სკვერის მშენებლობა ხორციელდება. აღნიშნულ მისამართზე უკვე მოეწყო სტადიონი, დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები და საპარკე სკამები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხალიჩისა და კაუჩუკის საფარის დაგება. სამუშაოები 30 ივნისამდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 176 ათას ლარს აღემატება.
დასრულების ეტაპზეა იოანე მესხის ქუჩის #1-ში სკვერის მშენებლობის სამუშაოები. უკვე მოეწყო ატრაქციონები, გარეგანათების სისტემა და განთავსდა საპარკე სკამები. სამუშაოების ღირებულება 166 ათას ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ იოანე მესხის ქუჩის #1-ის მიმდებარედ ახალი სტადიონი გასულ წელს აშენდა.