ბაგრატიონის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა
2022-05-21
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ბაგრატიონის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, სადაც ასფალტის დაგება მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები ბათუმის მასშტაბით 15 მისამართზე დასრულდა.
არჩილ ჩიქოვანი - ბათუმის მასშტაბით საგზაო რეაბილიტაციის სამუშაოებთან ერთად, ინტენსიურად მიმდინარეობს ისეთი პროექტი, როგორიცაა მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობა. დღეს ვიმყოფებოდით ბაგრატიონის ქუჩის #214-ში, სადაც ეზოს მოასფალტება ხორციელდება. ამავე მისამართზე დაწყებულია სკვერის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგაც დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა წელსვე დასრულდება, რომელიც 300-მდე ბავშვზეა გათვალისწინებული.
რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციას, სამუშაოების დასრულების მიზნით, უკვე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი.