ფორუმის მიზანია რეგიონულ შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ორგანიზება.
ფორუმში მონაწილე 70-მდე კომპანია 1300-ზე მეტი სამუშაო ადგილით იყო წარმოდგენილი.
ფორუმი აჭარის დასაქმების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.