ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ბორდიურები, ფილები და სანიაღვრე არხი. მიმდინარეობს განათების სისტემის მონტაჟი.
აღნიშნულ სკვერში დაგეგმილია, საბავშვო ატრაქციონების, სპორტული ტრენაჟორების, საბაღე სკამებისა და ფანჩატურების განთავსება.
სამუშაოების ღირებულება 263 ათას ლარს აღემატება. სკვერის მოწყობა მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება.
არჩილ ჩიქოვანი - აღმაშენებლის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდით, სადაც ახალი სკვერის მოწყობა ერთ თვეში დასრულდება. იქვე განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და სპორტული ტრენაჟორები. რეაბილიტაციის შედეგად მივიღებთ გამწვანებული სივრცეს. აღმაშენებლის ქუჩაზე დამატებით 5 ახალი სკვერი აშენდება, ხოლო წელს ბათუმში კიდევ 10 ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება.