არჩილ ჩიქოვანის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში
2022-06-24
არჩილ ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც შეხვედრა გამართა ბურგასის მერთან, დიმიტარ ნიკოლოვთან.
შეხვედრის ფარგლებში, ბათუმსა და ბურგასს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების განახლების აქტს მოეწერა ხელი.
არჩილ ჩიქოვანი - მნიშვნელოვანია, რომ ორმა საპორტო ქალაქმა თანამშრომლობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა მომსახურების, ტურიზმის განვითარების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები განსაზღვრა. ბათუმსა და ბურგასს შორის პარტნიორული ურთიერთობები ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმსა და ბურგასს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.
არჩილ ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა ბურგასის მერს, დიმიტარ ნოკოლოვსა და ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, თამარ ლილუაშვილს პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის.