შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან
2022-08-03
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ მარეკ შჩიგელს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე რეგიონული უსაფრთხოების, ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.
მარეკ შჩიგელმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა მისიის საქმიანობის შესახებ. არჩილ ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მათ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.