მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო
2023-01-12
მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ბათუმის ვიცემერთან, ლევან დავითაძესთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან, რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად გაეცნო.
არჩილ ჩიქოვანი - რამდენიმე თვის წინ, მაჭავარიანის ქუჩის მცხოვრებლებმა ხიდის მშენებლობის საკითხზე მოგვმართეს. წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას, როგორც საფეხმავლო, ასევე ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა ჰქონდა. დანაპირები შესრულებულია. ხიდის მშენებლობა აპრილში დასრულდება და ადგილობრივებიც უსაფრთხოდ შეძლებენ ორი უბნის დამაკავშირებელი ხიდით სარგებლობას.
შარაშიძის და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე უკვე დასრულდა ბურჯების მოწყობა. ამ ეტაპზე კედლის მშენებლობა ხორციელდება. წელს დაგეგმილია 5 ხიდის მშენებლობა ზედაღელის, თოდოგაურისა და მახვილაურის დასახლებებში. ასევე, ლორთქიფანიძისა და შარაშიძის ქუჩებზე.
ხიდების მშენებლობისთვის 700 ათასი ლარი დაიხარჯება.
იხილეთ ვიდეორგოლი