არჩილ ჩიქოვანის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვის რესპუბლიკაში
2023-01-17
არჩილ ჩიქოვანი - ლიეტუვაში კლაიპედის რეგიონის ლიეტუვის რესპუბლიკასთან მიერთების ასი წლის იუბილე აღინიშნა. ერთი საუკუნის წინ, კლაიპედის რეგიონი ოფიციალურად გახდა ლიეტუვის ნაწილი, ხოლო ლიეტუვა კი - საზღვაო სახელმწიფო. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა აღინიშნა საზეიმო ღონისძიებებით, რომლებსაც კლაიპედის მერმა, ვიტაუტას გრუბლიაუსკასმა და ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე კლაიპედის პორტის დირექტორთან. შეხვედრაზე განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები ბათუმსა და ფოთთან. აგრეთვე ვიმსჯელეთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. აღსანიშნავია, რომ ბათუმი და კლაიპედა დამეგობრებული ქალაქებია.