შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებთან
2023-01-23
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა.
კომპანიებმა აჭარაში, 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ბათუმის მერიის ბიუჯეტით დაგეგმილ პროექტებს.
ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების პრეზენტაცია გამართა და მათ განხორციელებაში წარმატებული სახელმწიფო შესყიდვების როლზე ისაუბრა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტებსა და სხვადასხვა სამინისტროში დაგეგმილი მსხვილი პროექტები წარუდგინა.
შეხვედრის მიზანი საბიუჯეტო პროექტების განხორციელების მიმართულებით, სახელმწიფო შესყიდვების გაძლიერება და ეფექტურობის გაზრდაა.
შეხვედრას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერები, სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიები ესწრებოდნენ.
იხილეთ ვიდეორგოლი