ფოტო გალერეა| ვიდეო არქივი| ბმულები
  • ბათუმი
    • ისტორია
    • თვითმმართველობის ისტორია
    • სიმბოლიკა
    • პარკები და სკვერები
    • საპატიო ბათუმელები
    • დამეგობრებული ქალაქები
  • სტრუქტურა
    • ბათუმის მერი
    • ვიცე მერი
    • მერის მოადგილეები
    • მერიის ადმინისტრაცია
    • მერიის სამსახურები
    • ქ.ბათუმის მერიის სერვისცენტრები
    • მუნიციპალური ორგანიზაციები
  • პროგრამები და პროექტები
    • პროექტები
      • დასრულებული
    • პროგრამები
      • კეთილმოწყობა
      • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება
      • განათლება და კულტურა
      • სპორტი და ახალგაზრდობა
  • კანონმდებლობა
    • კანონები
    • კანონქვემდებარე აქტები
    • ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტები
    • დებულებები
    • ცნობები
  • საჯარო ინფორმაცია
    • რა არის საჯარო ინფორმაცია
    • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
    • ბიუჯეტი
    • მონაწილეობითი ბიუჯეტი
    • სტრუქტურა და ფუნქციები
    • შესყიდვები და პრივატიზაცია
    • დაფინანსება და ხარჯთაღრიცხვა
    • მოსაკრებლები, საფასურები, ტარიფები
    • ანგარიში
    • ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა
    • ბათუმის განაშენიანების რეგულირების გეგმა
    • ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონები
    • საერთაშორისო ტენდერები
    • ტენდერები
    • აუქციონები
    • კონკურსები
    • ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა
    • საჯარო განხილვა
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • ღამის ხედი
  • სასტუმრო შერატონი
  • ბერძნული რესტორანი - აკროპოლი
  • ბათუმის ნავსადგური
  • ალი და ნინო



  • სად წავიდეთ?




  • ტრანსპორტი



  • ტურისტული სააგენტოები




  • სასტუმროები




  • ბანკები



  • სამედიცინო მომსახურება




  • განათლება




  • სპორტი

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

ქ. ბათუმის 2017 წლის დამტკიცებული მუნიციპალური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის ,,სპოტის განვითარების ხელშეწყობა“, ქვეპროგრამის ,,სპორტული ღონისძიებების“ ფარგლებში 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილი განსახორციელებელი ღონისძიებები.

ქვეპროგრამის ბიუჯეტი - 355 000 (სამასორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი

 

2017 წლის განმავლობაში ქ. ბათუმის 2017 წლის დამტკიცებული მუნიციპალური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის ,,სპოტის განვითარების ხელშეწყობა“, ქვეპროგრამის ,,სპორტული ღონისძიებების“ ფარგლებში დაგეგმილია ცამეტი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ორგანიზება.ეს ღონისძიებებია:

1.       რუსუდან სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში - ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური გუნდები (არანაკლებ 6 უცხოური გუნდი). შეჯიბრება ჩატარდება  გუნდური პრინციპით ასევე პირად პირველობაში, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, თასებითა და დიპლომებით. ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია წლის მესამე კვარტალში, ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

2.       საერთაშორისო ჩემპიონატი ბილიარდში -  ქ. ბათუმში ტარდება ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ პირამიდაში ევროპის ქვეყნების გუნდების მონაწილეობით.   ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების საპრიზო თანხით დაჯილდოებას. ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია წლის მეორე კვარტალში, ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

3.       საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში - ტურნირში მონაწილეობას მიიღებს არაუმცირეს 2 ადგილობრივი და 3 უცხოური გუნდი (როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა გუნდები), სხვადასხვა წონით კატეგორიებში. გამარჯვებულ სპორტსმენებს გადაეცემათ თასები, მედლები და სიგელები, გუნდურ პირველობაში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა მერიის თასი. ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია წლის მეოთხე კვარტალში, ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

4.       საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში ვ.ალთაბაევის თასზე - შეჯიბრება ჩატარდება 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს არაუმცირეს 2 უცხოური გუნდი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა და დიპლომებით. საუკეთესო ნომინაციებში გამოვლენილ სპორტსმენებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.  ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია წლის მეორე კვარტალში, ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

5.        საერთაშორისო ტურნირი წყალბურთში პეტრე ბრეუსის თასზე -  შეჯიბრება ჩატარდება 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს არაუმცირეს 3 უცხოური და 3  ადგილობრივი  გუნდი. გამარჯვებულებს გადაეცემათ თასები, მედლები და დიპლომები.  საუკეთესო ნომინაციებში გამოვლენილ სპორტსმენებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.   ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია წლის მესამე კვარტალში, ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.

6.       მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში - ჩატარდება 2016 წლის Fide-ს კალენდრის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის (სადაც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 70 სპორტსმენი). წონით კატეგორიებში გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან მედლებით, თასებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით.  ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია წლის მეორე კვარტალში, ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა 55 000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

7.       საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფრენბურთში -  ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი და  უცხოური ქალთა გუნდები. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები, თასები, მედლები და დიპლომები.   ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია წლის მესამე კვარტალში, ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.  

8.       საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ცეკვებში - ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენები.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით. ტურნირის თანადამფინანსებელი  იქნება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია წლის მესამე კვარტალში, ღონისძიების მუნიციპალური ბიუჯეტი განისაზღვრა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

9.       გ. მენაბდის  სახელობის საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში - ტურნირი მიეძღვნება ცნობილი ქართველი ფეხბურთელის - გენო მენაბდის ხსოვნას. მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სპორტის დამსახურებელი ვეტერანები. ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია წლის მესამე კვარტალში, ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.  

10.   აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის (ELVZA) ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში -ტურნირში მონაწილეობას მიიღებს არაუმცირეს ათი ქვეყნის საუკეთესო რეიტინგის მქონე 16 ქალთა და 16 მამაკაცთა გუნდი. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან, თასებით, სიგელებითა და სხვადასხვა პრიზებით. ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია წლის მესამე კვარტალში, ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

11.   საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში - ტურნირი ჩატარდება შერეული სისტემით: ჯგუფებში წრიული და პლეიოფებში ოლიმპიური სისტემით. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს არანაკლებ 5 უცხოური და 3 ადგილობრივი გუნდი. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან, თასებით, სიგელებითა და სხვადასხვა პრიზებით.ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია წლის მესამე კვარტალში. ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

12.   საერთაშორისო ტურნირი მოზარდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი - ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს არაუმცირეს 5 უცხოური გუნდი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა და დიპლომებით.ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია წლის მეორე კვარტალში, ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

13.   საერთაშორისო ფესტივალი აღმოსავლურ ორთაბროძლებში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თასზე - ტურნირი გაიმართება საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლური ორთაბრძოლების სპორტსმენი - კარატისტები. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება სასწავლო სემინარი მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ. სპორტული ტურნირები გაიმართება, როგორც აღმოსავლური ორთაბრძოლების სხვადასხვა სახეობებში   (შოტოკან კარატე-დო, კიოკუშინკაი, ბოჯურიო, ტაეკვანდო), ასევე  კინგბოქსინგში. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან, თასებით, სიგელებითა და სხვადასხვა პრიზებით. ღონისძიების განხორციელება დაგეგმილია წლის მესამე კვარტალში, ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

 

ქ. ბათუმის 2017 წლის დამტკიცებული მუნიციპალური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის ,,სპოტის განვითარების ხელშეწყობა“, ქვეპროგრამის ,,ბათუმელი სპორტსმენების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილი განსახორციელებელი ღონისძიებები.

ღონისძიების ბიუჯეტი - 22 (ოცდაორი ათასი) ლარი

 

ქ. ბათუმის 2017 წლის დამტკიცებული მუნიციპალური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის ,,სპოტის განვითარების ხელშეწყობა“, ქვეპროგრამის ,,ბათუმელი სპორტსმენების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიების განხორციელება:

1.                 წლის შემაჯამებელი შეხვედრა  წარმატებულ სპორტსმენებთან და სპორტის დამსახურებულ მოღვაწეებთან - წლის ბოლოს შემაჯამებელ  ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან წლის წარმატებული ბათუმელი  ახალგაზრდა სპორტსმენები, ასევე საზოგადების ის წევრები, რომებმაც განსაკუთრებული წვლილი  შეიტანს სპორტის განვითარებაში. მოწვეული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციებში.ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარით.

 

ჩვენი ქალაქი

  • სიმბოლიკა
  • საპატიო ბათუმელები
  • დამეგობრებული ქალაქები

ბათუმის მერია

  • ბათუმის მერი
  • ვიცე მერი
  • მერის მოადგილეები
  • მერიის აპარატი
  • მერიის სამსახურები
  • ქ.ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულები
  • მუნიციპალური ორგანიზაციები

პროგრამები და პროექტები

  • პროექტები
  • კეთილმოწყობა
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება
  • განათლება და კულტურა
  • სპორტი და ახალგაზრდობა

კანონმდებლობა

  • კანონები
  • კანონქვემდებარე აქტები
  • ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტები
  • ცნობები

ბიუჯეტი

  • ბიუჯეტი

ქალაქ ბათუმის მერია © 2006-2015
ყველა უფლება დაცულია

კონტაქტები

მის: ლ. ასათიანის ქ. N25, ბათუმი (6010)
ტელ: (0422) 27 26 26
0 800 000 810
ელ–ფოსტა: info@batumi.ge