ქ. ბათუმის 2017 წლის დამტკიცებული მუნიციპალური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის ,,ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა“, ქვეპროგრამის ,,ახალგაზრდული ცენტრის“ ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიება ,,ახალგაზრდობის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა“
ღონისძიების ბიუჯეტი - 70 000 (სამოცდაათი ათასი ) ლარი
1. ,,ახალგაზრდობის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა“.
ღონისძიება გულისხმობს ახალგაზარდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ ინიცირებული ან ახალგაზრდებისათვის სასარგებლო პროექტების განხორციელების ფინანსურ მხარდაჭერას. კონკურსის წესით შეირჩევა საუკეთესო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას. პრიორიტეტი მიენიჭება ინოვაციურ და კრეატიულ პროექტებს, რომლებიც მოემსახურება მათი თანატოლების საჭიროებების დაკმაყოფილებას და სასარგებლო იქნება არა მხოლოდ პროექტების ბენეფიციართათვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია განიხილავს ახალგაზრდების მიერ ინიცირებულ, ან ახალგაზრდებისათვის სასარგებლო მნიშვნელოვან პროექტებს, მათ აქტუალობას და განხორციელების შედეგს. ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მიზნით, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ცალკეული პროქტების დაფინანსების თაობაზე. პროექტები უნდა განხორციელდეს და დასრულდეს 2017 წლის განმავლობაში. პროექტის დასაფინანსებლად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს. ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
იხ: